ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ აცხადებს, რომ სირიაში ამერიკის მხარდაჭერილმა მებრძოლებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. მათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ხაჯინი დაიკავეს, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი პუნქტი იყო, რომელსაც სირიაში ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებდა.
სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია, ამბობს, რომ ერთკვირიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) ხაჯინიდან ისლამური სახელმწიფოს განდევნა მოახერხეს“. ხაჯინი დაირ-ელ-ზორის პროვინციაში მდებარეობს, სირია-ერაყის საზღვრიდან 30 კილომეტრში.
ქურთულ-არაბული დაჯგუფებების და სირიის დემოკრატიული ძალების დაახლოებით 17,000 მებრძოლი გაერთიანდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად, - ამბობს ორგანიზაცია.
Facebook Forum