ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი: ისლამისტების სამშობლოში დაბრუნების საფრთხე მხოლოდ ინფორმაციის გაცვლით შემცირდება


11 სექტემბერი - ინტერვიუ ნიკ რასმუსენთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:46 0:00

ტერორიზმის საფრთხეების ევოლუციაზე, ისლამურ ექსტრემიზმზე და ისლამისტი მებრძოლების სირიიდან და ერაყიდან საკუთარ სამშობლოებში დაბრუნების საფრთხეებზე ნიკოლას რასმუსენს ვესაუბრეთ. ის მაკკეინის ინსტიტუტის ანტი-ტერორისტული ცენტრის დირექტორია, მანამდე კი ამერიკის კონტრტერორიზმის სამსახურის დირექტორი იყო. რასმუსენს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

თქევნი აზრით, ისეთი ექსტრემისტული ჯგუფები, როგორიცაა მაგალითად, ნეო-ნაცისტური ან ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები, ტერორიზმის საფრთხეს შეიცავს?

ამერიკის შიგნით ტერორიზმის აღარაა მხოლოდ სუნიტი ჯიჰადისტების ტერორიზმი - იქნება ეს “ალ-ყაიდა” თუ "ისლამური სახელმწიფო." დღეს, ჩვენი საზოგადოება იმაზეც ფიქრობს, თუ რა სახის ძალადობის აქტების ჩადენა შეუძლია ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებს, ან გარკვეული იდეოლოგიით მოტივირებულ ადამიანებს. როდესაც საზოგადოებასთან ვმუშაობთ, ვცდილობთ ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ამაში კი შედის არა მხოლოდ ისლამური ექსტრემიზმის მიმდევარი ადამიანები, არამედ ნებისმიერი ექსტრემისტული იდეოლოგია.

არსებობენ ადამიანები, როლებიც სრულიად მარტო მოქმედებენ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თუ ქსელებთან შეხება არ აქვთ. რთულია გამოძიების ფედერალური ბიუროსგან იმის მოლოდინის გვქონდეს, რომ მათ ეს ადამიანები გამოავლინონ, სანამ ისინი დანაშაულს ჩაიდენენ. ეს დიდი პრობლემაა.

თანამედროვე სამართალდამცავი სტრუქტურები მზად არის ისეთ საფრთხეებისთვის თავის გასართმევად - გამომდინარე იქიდან, რომ მათი იდეოლოგიის შეზღუდვა შესაძლოა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან იყოს დაკავშირებული?

მე მიკერძოებული ვარ და ვიტყოდი, რომ სამართალდამცავები მთელს მსოფლიოში საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ამ პრობლემისთვის თავის გასართმევად. თუმცა, ამავე დროს, არსებობენ ადამიანები, როლებიც სრულიად მარტო მოქმედებენ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თუ ქსელებთან შეხება არ აქვთ. რთულია გამოძიების ფედერალური ბიუროსგან იმის მოლოდინის გვქონდეს, რომ მათ ეს ადამიანები გამოავლინონ, სანამ ისინი დანაშაულს ჩაიდენენ. ეს დიდი პრობლემაა.

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახალიფომ ტერიტორიები დაკარგა, ასევე კარგავს წევრებს - ზოგი ბრძოლაში იღუპება, ზოგი სამშობლოში ბრუნდება. საქართველო ამ საფრთხის წინაშე დგას. ამ ეტაპზე, ისლამისტების დაბრუნება დიდ პრობლემას არ წამოადგენს, მგარამ ეს ნამდვილად გასათვალისწინებელი საკითხია, თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიასთან სიახლოვის გამო. რა შეიძლება გააკეთოს ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, დაბრუნებული ექსტრემისტების პრობლემისთვის პრევენციული მიდგომის შესამუშავებლად?

თუ საქართველოს რომელიმე ისლამისტი მოქალაქე ერაყიდან ან სირიიდან სხვა ქვეყანაში ჩადის, ეს მხოლოდ საქართევლოს პრობლემა არ არის. ეს ადამიანი თავისუფლად შეიძლება ჩავიდეს თურქეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

ერთადერთი ეფექტური მეთოდი ინფორმაციის გაზიარებაა. რეგიონის და მთელი მსოფლიოს ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს იმის სურვილი, რომ ნებისმიერი ინდივიდის მიერ, რომელიც ერაყიდან ან სირიიდან ბრუნდება სამშობლოში, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ამის შესახებ აცნობონ. ინფორმაციის ასეთი გაცვლა მხოლოდ ორმხრივი ხელშეკრულებებით არ უნდა რეგულირდებოდეს და მასში ბევრი ქვეყანა უნდა შედიოდეს. თუ საქართველოს რომელიმე ისლამისტი მოქალაქე ერაყიდან ან სირიიდან სხვა ქვეყანაში ჩადის, ეს მხოლოდ საქართევლოს პრობლემა არ არის. ეს ადამიანი თავისუფლად შეიძლება ჩავიდეს თურქეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ვფიქრობ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის დროს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაზიარება საგრძნობლად გაუმჯობესდა, რადგან ქვეყნები მიხვდნენ, რომ რაც ერთ ქვეყანაში ხდება შეიძლება თავისუფლად განმეორდეს მათსავე ქვეყანაში და მათ მოსახლეობას შეუქმნას საფრთხე.

რას ფიქრობთ, ამ მებრძოლების რეინტეგრაციის პროგრამებზე?

თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალკე უნდა შევხედოთ. ზოგიერთი პროგრამა საკმაოდ ეფექტური გამოდგა და ისინი ექსტრემისტებისთვის ან ტერორისტებისთვის წამახალისებელ ფაქტორებს შეიცავს, რომლებიც მოგვიანებით მათ საზოგადოებაში ნორმალურ წევრად დაბრუნების პირობებს უქმნის. სხვა შემთხვევებში რთულია შედეგების გაზომვა. მთავრობებმა იციან, რა ოდენობის თანხებს ხარჯავენ ამ პროგრამებზე, მაგრამ არ იციან რა წარმატებით აღწევენ მიზანს. რთულია იმის გაგება, თუ რა გავლენა იქონია რომელიმე პროგრამამ ადამიანზე და რამდენად შემოატრიალა ის ექსტრემიზმისგან.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებული ვართ ეს მცდელობა გავაგრძელოთ. 10-დან თუნდაც ერთი ადამიანი რომ ავაცილოთ ტერორიზმის გზას, რომელსაც პოტენციურად 10 ადამიანის მოკვლა შეუძლია, ეს უკვე წარმატებაა. მთავრობებს ხშირად არ მოსწონთ მსგავსი პროგრამების დაფინანსება, მაგრამ ეს საქმე უნდა ვაკეთოთ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებულია ეს პროგრამები.

ინტერვიუს პირველი ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG