აფეთქება მოხდა სირიის ქალაქ დარაას მეჩეთთან. მსხვერპლის არსებობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. სირიელი უფლებათადამცველები აცხადებენ, რომ ექვსი ადამიანი დაიღუპა პოლიციის ძალების მიერ დემონსტრანტების მისამართით გახსნილი ცეცხლის შედეგად. სამთავრობო მედია კი იუწყება, რომ შეიარაღებული ძალების მიერ ექიმებზე განხორციელებული შეტევის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ დარაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს გაავრცელა განცხადება, სადაც სირიის ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტის და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1