ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე ასადს აკრიტიკებს


მორსი: მსოფლიო ვალდებულია გვერდში ამოუდგეს სირიელ ხალხს

ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა დაგმო სირიის ხელისუფლების ქმდება და ბაშარ ალ-ასადს დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ ეს განცხადება ირანში, მიუმხრობელი ქვეყნების კონფერენციაზე გააკეთა, სადაც მრავლად იყვნენ სირიის რეჟიმის მომხრეები.

ბატონი მორსის განცხადებით მსოფლიო ვალდებულია გვერდში ამოუდგეს სირიელ ხალხს, რომლის ბრძოლა თავისუფლებისთვის რეგიონში მიმდინარე რევოლუციური პროცესის ნაწილია.

ეგვიპტის პრეზიდენტის სიტყვის დროს სირიის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა საკონფერენციო დარბაზი. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა კონფერენციის მონაწილეებს სირიის კონფლიქტის გადაწყვეტისთვის უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ირანი და სირია აცხადებენ, რომ ამ მოვლენებს არაბულ გაზაფხულთან არანაირი კავშირი არა აქვთ და სირიის მთავრობა უცხოეთიდან დაფინანსებულ ტერორისტებს ებრძვის.
XS
SM
MD
LG