ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ბაღუზიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია გრძელდება


სირიის ქალაქ ბაღუზიდან, რომელსაც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს, სამოქალაქო პირების ევაკუაცია მიმდინარეობს. სულ ცოტა, 8 სატვირთო მანქანამ ქალაქიდან მოსახლეობის გამოყვანა ოთხშაბათს გააგრძელა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა ქალაქიდან.

ბაღუზს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები უახლოვდებიან. მათი მიზანი “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების ქალაქიდან განდევნაა.

ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებული სირიის დემოკრატიული ძალების ინფორმაციით, მათ ისლამისტებს საბოლოო გაფრთხილება მისცეს და დანებებისკენ მოუწოდეს. თუ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ქურთებს არ ჩაბარდება, ბაღუზზე ფართომასშტაბიანი იერიში განხორციელდება ქალაქის დაჯგუფების წევრებისგან გასაწმენდად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG