ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ ასადი დასავლეთს ადანაშაულებს


ბაშარ ალ ასადი დასავლეთს ადანაშაულებს
ბაშარ ალ ასადი დასავლეთს ადანაშაულებს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი აცხადებს, რომ უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში სირიის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება არ გაუცია. ის არეულობა, რომლიც ქვეყანაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებით დაიწყო და შემდეგ მოსახლეობასა და უშიშროების ძალებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ასადის თქმით, უცხო ქვეყნების მიერ დაგეგმილი შეთქმულებაა.

ასადმა დღეს დამასკოში 100 წუთიანი სიტყვით მოსახლეობას მიმართა და განაცხადა:

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ დაინიშნება რეფერენდუმი, რომელიც იმას გადაწყვეტს უნდა შევადგენოთ თუ არა ახალი კონსტიტუცია. კონსტიტუცია სირიის თითოეული მოქალაქის ინტერესებს უნდა იცავდეს და როგორც კი კომიტეტი რეფერენდუმისთვის კვლევას დაამთავრებს, რეფერენდუმი დაინიშნება. ეს სავარაუდოდ მარტისთვის მოხდება.“

გარდა ამისა, ასადმა განაცხადა, რომ ის „რკინის მუშტით“ გაუსწორდება ტერორისტებს, რომლებიც სირიის სახელმწიფოს დასუსტებას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG