სირიელი ამბოხებულების განცხადებით, მათ კონტროლი დაამყარეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქზე, რომელსაც გადამწყვეტი როლი ენიჭება ქალაქ ალეპოსთვის ბრძოლაში.
ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის განცხადებით, პრეზიდენტ ასადის ძალებმა მთლიანად დატოვეს ქალაქი სარაქები, სადაც ალეპოდან დამასკომდე მთავარი ტრასა გადის. ოპოზიციის მტკიცებით, სამთავრობო გამშვებ პუნქტებზე ამბოხებულებმა დაახლოებით 28 ჯარისკაცი მოკლეს, რისი ამსახველი ვიდეოც უკვე გავრცელდა ინტერნეტში. ვიდეოზე ჩანს, რომ ჯარისკაცები მას შემდეგ დახვრიტეს, რაც ისინი ამბოხებულებს დანებდნენ. გაეროს ადამაინის უფლებების დაცვის ოფისმა უკვე გაავრცელა განცხადება და აღნიშნული ფაქტი დანაშაულად შეაფასა.
ამბოხებულების მიერ ქალაქ სარაქების დაკავება სამთავრობო ძალებს ალეპოს მომარაგებას გაურთულებს.