ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ავიაციამ ამბოხებულთა პოზიციები დაბომბა


იერიშის შედეგადა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიელი ამბოხებულებს განცხადებით, სამთავრობო ავიაციამ ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ ქალაქზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის სამი ახალგაზრდა გოგოა.

ავიაციის გარდა, ქალაქ მაარათ ალ ნუმანისათვის ბრძოლაში სახმელეთო ძალებიც მონაწილეობდნენ. ქალაქი დამასკო-ალეპოს გზაზე მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ის ამბოხებულებმა დაიკავეს, სამთავრობო არმიამ ალეპოში თავიანთ მებრძოლებს შეიიარაღებას ვეღარ აწვდის. ალეპოსთვის ბრძოლა ამბოხებულებს და პრეზიდენტ ასადის არმიას შორის ამ დრომდე გრძელდება.
XS
SM
MD
LG