გაეროს და არაბული ლიგის წარმომადგენელი სირიაში, ლახდარ ბრაჰიმი თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს სირიელი ხალხის დასახმარებლად, რომელიც უკვე წელიწადნახევარია სამოქალაქო ომისგან იტანჯება.
მისი თქმით, სირიაში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ბატონმა ბრაჰიმიმ სინანული გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩაშლის გამო, რომელიც ისლამურ დღესასწაულთან დაკავშირებით უნდა ამოქმედებულიყო.
დღეს, სირიის საბრძოლო თვითმფრინავებმა დამასკოს შემოგარენი დაბომბეს. სირიის ოპოზიცის განცხადებით, საჰაერო რეიდების შედეგად ასამდე სახლი განადგურდა.
გაეროს წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმიმ იმედოვნებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა სირიაში მშვიდობის დამყარება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა, გაერო არ გეგმავს სირიაში სამშვიდობო ოპერაციის დაწყებას.