ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ჰომსში 7 ადამიანი მოკლეს


ქალაქ ჰომსში 7 ადამიანი მოკლეს
ქალაქ ჰომსში 7 ადამიანი მოკლეს

Syria 1345399

m.g.

სირიელი აქტივისტების განცხადებით უშიშროების ძალებმა ტანკების გამოყენებით ქალაქ ჰომსში 7 ადამიანი მოკლეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით ქალაქის ბევრ რაიონში გამორთული იყო ინტერნეტი და შეუძლებელი იყო მობილური ტელეფონებით სარგებლობა.

ქალაქი ჰომსი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეთა მთავარი დასაყრდენია. აქ სამშაბათს კიდევ 2 ადამიანი მოკლეს და 5 დაღუპულის გვამი აღმოაჩინეს.

არაბული ლიგის თავმჯდომარემ გადადო თავისი ვიზიტი სირიაში. ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნაბილ ელარაბი დამასკოში შაბათს ჩავა.

ელარაბის განცხადებით არაბები შეშფოთებულნი არიან სირიაში მიმდინარე ძალადობით და ის პირადად ოპოზიციის ლიდერების არგუმენტების მოსმენას აპირებს.

ამასობაში ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღო. ნავთობის ექსპორტზე ემბარგო კი შაბათიდან შევა ძალაში.

XS
SM
MD
LG