მსოფლიოში უმსხვილესი ელექტრონული გადარიცხვების სისტემის განცხადებით, ისინი ევროკავშირის მიერ შავ სიაში შეყვანილ ირანულ ბანკებს სისტემიდან ამოაგდებენ. ეს იქნება დასავლეთის კიდევ ერთი ნაბიჯი, ირანზე ზეწოლის განხორციელებისთვის, რომელიც თეირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება.
ამის შესახებ ბელგიაში მოქმედი მსოფლიოს საბანკო ფინანსური ტელეკომინიკაციების საზოგადოების, იგივე „სვიფტის“ განცხადებაშია ნათქვამი. საზოგადოების თქმით, ეს გადაწყვეტილება თანხვდება ევროკავშირის მოთხოვნებს და ხვალიდან ირანულ ფინანსურ კომპანიებთან კავშირი გაწყდება.