ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს


შვედეთი უკრაინას დამატებით 5.4 მილიონი დოლარით დაეხმარება, სამი წლის განმავლობაში, რათა ხელი შეუწყოს, ეკონომიკურ განვითარებას, დიალოგს და ზოგადად ვითარების გაუმჯობესებას აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში.

დახმარება, „ძლიერი უკრაინის პარტნიორობის ფონდს“ მიეწოდება, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ და შეერთებულმა შტატებმა შექმნეს.

„დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის მდგრადობის გაძლიერებას“, - განაცხადა საგარეო მინისტრმა ან ლინდემ. „ის სწრაფად და მოქნილად უპასუხებს საჭიროებებს, რომელიც შეიქმნა 2014 წელს რუსული აგრესიის შედეგად“, - თქვა მინისტრმა განცხადებაში.

დახმარება ემატება შვედეთის მხრიდან უკრაინისთვის ყოველწლიურად გაცემულ 11 მილიონ დოლარს (240 მილიონ შვედურ კრონას).

უკრაინის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. მოსკოვს იქ 100,000 სამხედრო და შეიარაღება ჰყავს განთავსებული. დასავლეთში აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, რასაც მოსკოვი უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG