ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთში რუსეთის საელჩოსთან მდებარე პარკს "თავისუფალი უკრაინის ადგილი" ერქმევა


პარკი სტოკჰოლმში, შვედეთი
პარკი სტოკჰოლმში, შვედეთი

სტოკჰოლმი აცხადებს, რომ პარკის იმ ნაწილს, სადაც შვედეთში რუსეთის საელჩო მდებარეობს, დაარქმევს "თავისუფალი უკრაინის ადგილს".

ნეიტრალური შვედეთის დედაქალაქი ამით სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელსაც რუსეთი თავს ორი თვის წინ დაესხა და მას შემდეგ უკრაინის დაბომბვას და მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას არ წყვეტს.

გადაწყვეტილება სტოკჰოლმის მერიამ ხუთშაბათს მიიღო. ანალოგიური ნაბიჯი ევროპის სხვა არაერთ სახელმწიფოში გადაიდგა.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმ ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, დამოუკიდებელი უკრაინის ქუჩა დაარქვეს. მეზობელი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში კი ქუჩას უკრაინის გმირების სახელი ჰქვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG