ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისმა პენტაგონის საქართველოსადმი მხარდაჭერა კვლავ დაასადტურა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს დღეს ბრიუსელში შეხვდა.

მატისმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პენტაგონის პრეს-მდივანმა დანა უაიტმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მატისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი სამხედრო თანამშრომლობის ღირებულება შეერთებული შტატებისთვის.

ამასთან, თავდაცვის მდივანმა ქართველი კოლეგა შეაქო სამხედრო სფეროში განხორციელებული რეფორმებისთვის და მადლობა გადაუხადა მას საქართველოს მიერ ნატოს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის.

პენტაგონის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ რუსეთის აგრესიის შეკავება შეერთებული შტატების დახმარებით და გააძლიერონ საქართველოს გრძელვადიანი თავდაცვის შესაძლებლობები და გააუმჯობესონ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG