საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ოფიციალურ რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა. დღეს მისი ვიზიტი ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო. იგი ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენს, ასევე ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევკომისარს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად დელეგაციაში იმყოფებიან საგარეო და თავდაცვის მინისტრები - დავით ზალკალიანი და ლევან იზორია.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს საართველოს მიერ გაწეული სამსახურისთვის საერთაშორისო მისიებში და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.
Facebook Forum