ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იზორია: საქართველო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას გააგრძელებს


ლევან იზორია: რუსეთისგან ეს პასუხი მოსალოდნელი იყო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:45 0:00

ლევან იზორია: რუსეთისგან ეს პასუხი მოსალოდნელი იყო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინსტრი ლევან იზორია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთისგან მსგავსი ხასიათის განცხადება გასაკვირი არ არის.

მინისტრმა დასძინა, რომ "რაც შეეხება, ობიექტურ რეალობას, ქართულმა მხარემ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, რაც გვაძლევს საფუძველს და იმედს იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, სადაც რუსეთის მხრიდან კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევები დაფიქსირდება. ჩვენ ვსაუბრობთ მტკიცებულების ენით, განსხვავებით ცინიზმისგან."

საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, მინისტრმა იზორიამ თქვა: "ჩვენ გვაქვს პოლიტიკა რომელიც ორიენტირებულია მაქსიმალურად ჩვენს ძმებთან და დებთან - აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიან ურთიერთობაზე."

მინისტრის თქმით, საქართველო ცდილობს პროვოკაციებს არ აჰყვეს. "ჩვენი პოლიტიკა არის პრაგმატული და ჩვენი პოლიტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების თანამონაწილეობით განსაღვრული. ამ პოლიტიკით, საერთაშორისო ჩართულობის მაღალი ხარისხით, გვინდა გავაგრძელოთ პოლიტიკა, რასაც ჰქვია რუსეთზე ზეწოლის პოლიტიკა, რასაც ჰქვია ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, სამწუხაროდ ოკუპირებულ ტერიტორიებში."

იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი რეალური ბერკეტი და მექანიზმი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შენარჩუნებაა. "ჩვენ ყველა ტრიბუნას, მათ შორის აქაც [შეერთებულ შტატებში], ვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და რომ ყველაფერში, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პასუხისმგებლობა - გამომდინარე კონტროლის ხარისხიდან - აქვს რუსეთს. შესაბამისად, მასთან საუბარი საერთაშორისო მექანიზმების და ფორმატების გამოყენებით გვაქვს განსაზღვრული და ამას მომავალში ჩვენ უფრო ინტენსიურ ფორმას მივცემთ."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG