საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა პრეზიდენტმა, დომენიკ სტრაუს კანმა, კონტრ სარჩელი შეიტანა ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებლის წინააღმდეგ, რომელმაც ბატონი კანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ერთი მილიონი დოლარის ოდენობის სასამართლო სარჩელის მიზეზად სტრაუს კანი ასახელებს იმ გარემოებას, რომ მან არამარტო დაკარგა სავალუტო ფონდის პრეზიდენტის თანამდებობა, არამედ ამან პოლიტიკური კარიერის აღმავლობაზეც უარყოფითად იმოქმედა, რადგან ეს უკანასკნელი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
ნიუ იორკის სასამართლომ დომენიკ სტრაუს კანი უდანაშაულოდ ცნო და ეჭვი შეიტანა ქალბატონი დიალოს სანდოობაში. თუმცა სტრაუს კანმა ამ დროისათვის უკვე დაკარგა თანამდებობა.