ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთი სრულმასშტაბიან თავდასხმას ჯერ ისევ გეგმავს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გეგნერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს კომისიის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა უკრაინაში უკიდურესად საშიში ვითარება შექმნა და დასძინა, რომ ალიანსი ხედავს ყველა მინიშნებას, რომ მოსკოვი ჯერ ისევ გეგმავს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის განხორციელებას.

„მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული ძალისხმევიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა“, თქვა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს 150 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის გარშემო და აღნიშნა, რომ ისინი საბრძოლო მზადყოფნას აუმჯობესებენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ ალიანსმა გააძლიერა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და შეუძლია კიდევ უფრო მეტი მობილიზება გააკეთოს "საჭიროების შემთხვევაში".

განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა ორშაბათს აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის - დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ ჯარების შეყვანა გადაწყვიტა.

XS
SM
MD
LG