ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი "შეშფოთებულია" უკრაინაში სიტუაციის "გაუარესებით"


ვან ი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვან ი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში სიტუაციის “გაუარესებით” და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და უთანხმოება დიალოგის გზით გადაწყვიტონ.

ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, ვან იმ სატელეფონი საუბარი გამართა აშშ-ის სახლმწიფო მფივანთან. სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა იმ, რომელიც ასევე სახელმწიფო მრჩეველია, ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთებები პატივცემული უნდა იყოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩინელ კოლეგასთან საუბრისას, ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, რუსეთის “აგრესიის” ფონზე. განცხადება ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

სამშაბათს, კიევში ჩინეთის საელჩომ, საკუთარ მოქალაქეევს მოუწოდა, თავი შეიკავონ არასტაბილურ ტერიტორიებზე გადაადგილებისგან. თუმცა, პეკინი საკუთარ მოქალქეებს უკრაინის დატოვებისკენ არ მოუწოდებს.

“ჩინეთის საელჩომ უკრაინაში გაავრცელა შეხსენება ჩინეთის მოქალაქეებისთვის და საწარმოებისთვის, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ“, - თქვა ვანგ ვენბინმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG