ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრას


Morgan Ortagus
Morgan Ortagus

ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მორგან ორტაგუსი გამოეხმაურა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთებულ განცხადებაში სპიკერმა თქვა, რომ ამერიკა მიესალმება ამ შეხვედრას და ის კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოსა და რუსეთის შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს არალეგალური ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან", წერია ორტაგუსის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG