ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენტ ლუისის სკოლაში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელი


მისურის შტატში, სენტ ლუისის საშუალო სკოლაში, ორშაბათს 19 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, - 61 წლის მასწავლებელი და 16 წლის მოსწავლე, შვიდი დაიჭრა.

ქალაქის პოლიციის კომისრის განცხადებით, ლიკვიდირებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირიც. მისი თქმით, უცნობია თავდასხმის მოტივი, თუმცა პოლიციის მაღალჩინოსანი, თავდამსხმელის შესაძლო მენტალურ არასტაბილურობაზე მიუთითებს.

"არსებობს ეჭვები, რომ შესაძლოა მას მენტალური პრობლემები ჰქონდა. ამ ინფორმაციას ახლა ვამუშავებთ“ - განაცხადა მაიკ საკმა.

პოლიციის ინფორმაციით, სამმართველოში შეტყობინება დილის 9:10 საათზე შევიდა, 15 წუთში კი ოპერაცია, ორმხრივი სროლის შემდეგ, ეჭვიტანილის ლიკვიდაციით დასრულდა.

სამართალდამცავების ცნობით, 19 წლის ორლანდო ჰარისმა, იგივე საშუალო სკოლა გასულ წელს დაამთავრა და კრიმინალური წარსული ჰქონდა.

XS
SM
MD
LG