ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები გახშირდა პიგდემონტის დაკავების პარალელურად


ესპანეთი კიდევ ერთხელ გაეხვა პოლიტიკურ ქარცეცხლში. ყოფილი კატალონიელი ლიდერის კალ პიგდემონტის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოყვა.

55 წლის ლიდერი ბელგიის გზაზე გერმანიის და დანიის საზღვარზე დააკავეს, მას შემდეგ რაც ესპანეთმა ევროპის მასშტაბით დაკავების ორდერი გამოსცა. ის მისი ექსტრადიციის საკითხის წინასწარ მოსმენაზე გერმანიის ქალაქ ნოემოენსტერში სასამართლოს წინაშე წარსდგა.

პიგდემონტმა კატალონია დამოუკიდებლად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას მისცა ხმა. თუმცა რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 50%-ზე ნაკლებმა მიიღო. მადრიდი რეფერენდუმს არ სცნობს. ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიის ადმინისტრაცია გადააყენა და რეგიონზე პირდაპირი კონტროლი აღადგინა, რის შემდეგაც პიგდემონტმა ესპანეთი დატოვა და ბრიუსელში გაემგზავრა. ესპანეთი მას აჯანყებაში სდებს ბრალს.

შაბათ-კვირას პიგდემონტის დაკავებას კატალონიის ქალაქებში დემონსტრაციები მოყვა. დემონსტრაციებისას 50 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც.

„ვფიქრობ ახლა ნამდვილი რევოლუციის დროა. ჩვენ ქვეყნის პარალიზება უნდა მოვახდინოთ“, - თქვა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

დამოუკიდებლობის მომხრე კანონდებლები და პარლამენტის თანამშრომლები ორშაბათს გაიფიცნენ.

პოლ ბეკაერტმა, პიგდემონტის ადვოკატმა ბრიუსელში, მადრიდის ქმედებები გააკრიტიკა.

„არჩეული ადამიანების დაპატიმრება დიქტატურაა. ისინი ევროპის მასშტაბის ძებნის ორდერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. აღმაშფოთებელია, რომ ევროპა ამის წინააღმდეგ ნაბიჯებს არ დგამს“,- თქვა ბეკაერტმა ორშაბათს.

გერმანელი მოსამართლეები გადაწყვეტენ გადასცენ თუ არა პიგდემონტი ესპანეთს. ეს არც თუ ისე იოლი პროცესია, - ამბობს გერმანელი იურისტი ნიკოლაოს გაზეასი.

„სამართლიანი სასამართლო განიხილავას თუ რამდენად წარმოადგენს ესპანეთში მომხდარი და ის, რასაც პიგდემონტს აბრალებენ კანონდარღვევას გერმანიაში და ექვემდებარება თუ არა დასჯას“, - ამბობს ის.

მადრიდმა კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის 13 ლიდერს აჯანყებაში დასდო ბრალი. ხუთმა მათგანმა, მათ შორის პიგდემონტმა ესპანეთი ოქტომბერში დატოვა, და მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. თუმცა სისხლის სამართალი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან განსხვავდება.

„თუ გერმანიის სასამართლო გადაწყვეტს, რომ აჯანყების ბრალდება ვერ იქნება ექსტრადიციის საფუძველი და გერმანიის მთავრობა ამას გაიზიარებს, ეს გულისხმობს, რომ პიგდემონტს ესპანეთში ვერ წარუდგენენ ამ ბრალდებას, არამედ მხოლოდ იმ ბრალდებას, რომლის საფუძველზეც მოხდება მისი ექსტრადიცია. ეს სავარაუდოდ იქნება გაფლანგვა- დანაშაული, რომელიც შედარებით მცირე სასჯელს ითვალისწინებს და რომელიც ესპანეთში მთავარი ფოკუსი არ არის“, - ამბობს გაზეასი.

გერმანიას გადაწყვეტილების მისაღებად 60 დღე აქვს, თუმცა შესაძლოა ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში 30 დღით გაგრძელდეს. მიმომხილველები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდება.

მიუხედავად იმ დემონსტრაციებისა კატალონიაში, რომელიც პიგდემონტის დაკავებას მოყვა, საპროტესტო ტალღა სავარაუდოდ დაიკლებს. ესპანეთიდან გამოყოფის მოთხოვნის ხელახალი წამოწევა ნაკლებად სავარაუდოა, გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთის დამოუკიდებლობის მოძრაობა თავად დანაწევრებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG