ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გემს, რომელზეც 600-ზე მეტი მიგრანტია, ესპანეთი მიიღებს


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი თანახმაა მიიღოს ის გემი, რომელზეც 600-ზე მეტი მიგრანტი იმყოფება. ამ გემის მიღებაზე უარი განაცხადეს იტალიამ და მალტამ.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელმაც ეს პოსტი სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაიკავა, გემს მისცა უფლება, რომ ის ვალენსიის პორტში შევიდეს.

გემზე 629 ადამიანი იმყოფება. მათგან 100-ზე მეტი არასრულწლოვანია, რომელსაც სრულწლოვანი თანმხლები პირი არ ჰყავს. გემი, რომელზეც ლიბიის სანაპიროდან წამოყვანილი ლტოლვილები გადმოჰყავდა, იტალიის საზღვრებს შაბათს მიადგა, თუმცა იტალიის პრემიერმა, მატეო სალვინიმ, რომელიც ქვეყნის მემარჯვენე პოლიტიკური ძალის ლიდერია, გემს პორტში შესვლის უფლება არ მისცა და განაცხადა, რომ „ზღვაში სიცოცხლის გადარჩენა მათი მოვალეობაა, მაგრამ არა იტალიის ლტოლვილთა უზარმაზარ ბანაკად ქცევის ფასად“. მიგრანტები არც მალტამ მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG