სამშაბათს, ევროპის საფონდო ბირჟებზე ოდნავი გაუმჯობესება დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც ევროზონის ფინანსთა მინისტრები ესპანეთის ბანკების დახმარების პირობებზე შეთანხმდნენ. მინისტრები თვის ბოლოს კვლავ შეიკრიბებიან ბრიუსელში, მიღწეული შეთანხმების საბოლოოდ შეჯერებისთვის.
ესპანეთის ბანკებმა დახმარების პირველი ნაწილი, დაახლოებით 37 მილიარდი დოლარი, თვის ბოლოს უნდა მიიღონ. პრესკონფერენციაზე ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრმა, ჟან კლოდ ჯანკერმა, რომელიც ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ დახმარების პაკეტის მეორე ნაწილს ესპანეთი წლის ბოლომდე მიიღებს.