ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სპეისექსმა" საკუთარი უდიდესი რაკეტა წარმატებით გაუშვა


სამშაბათს „სპეის ექს“-მა დღეისათვის ყველაზე მძლავრი რაკეტა გაუშვა. ეს, კერძო კომპანიის უკანასკნელი კვლევების შედეგია იმ მიმართულებით, რომ კოსმოსში ტვირთების გაგზავნის ხარჯები შეამციროს და მომავალში, სხვა პლანეტის მიმართულებით, ადამიანიც გააგზავნოს.

რაკეტა ფლორიდის კოსმოსური ცენტრის იმავე კოსმოდრომიდან გაუშვეს, საიდანაც 1969 წელს, „ნასამ“ „აპოლონ 11“ გაუშვა, რომლითაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაეშვნენ.

საცდელი ტვირთი კომპანიის ელექტრომობილი „ტესლა“ იყო, რომელშიც მანეკენი კოსმოსური სკაფანდრით იჯდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG