ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასას ტესტირება მარცხით დასრულდა


ორშაბათს მარცხით დასრულდა ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო ნასას მეორე მცდელობა მარსზე კოსმოსური ხომალდი დაესვა.

ჰავაის კუნძულ კაუაიზე მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზიდან აფრენიდან რამდენიმე საათში ლამბაქის ფორმის უსახელო საფრენი მოწყობილობა წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

ნასა აცხადებს, რომ ათმეტრამდე დიამეტრის მქონე პარაშუტი არ გაიხსნა, რაც ვიდეოშიც ჩანს. მსგავსი შედეგით დასრულდა ნასას პირველი მცდელობა შარშან ივნისშიც.

კოსმოსური ხომალდის მარსზე დასასმელად სპეციალური საპარუშიტე სისტემა იქმნება, რომელიც ხომალდებს პლანეტაზე დაშვებაში დაეხმარება. მეცნიერების განცხადებით, მარსზე დასაშვებად განსაკუთრებით ძლიერი პარაშუტებია საჭირო.

XS
SM
MD
LG