ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი კოსმოსური პროგრმების ბიუჯეტს ამცირებს


რუსეთის მედიის განცხადებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში მთავრობა კოსმოსური პროგრამების შეკვეცას გეგმავს. საუბარია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დაფინანსებაზე.

გაზეთ „იზვესტიას“ ცნობით, 2016-2025 წლებისთვის გათვლილი ხარჯები 3.3 მილიარდ დოლარს არ აღემატება, ანუ წელიწადში საშუალოდ 330 მილიონს. ეს კი აპრილის გეგმასთან შედარებით ბიუჯეტის 10-პროცენტიან შემცირებას ნიშნავს.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ყველაზე დიდ ნაწილს 1998 წლიდან მოყოლებული შეერთებული შტატები აფინანსებდა. ამერიკას ამისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიარდი აქვს გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG