სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ ნაციონალური კონგრესის წევრებს განუცხადა, რომ მათ შესწევთ ძალა კვლავ მართონ კონტინენტის უდიდესი ეკონომიკა და გააგრძელონ ეკონომიკური წარმატების განხორციელება. სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტია აფრიკის ნაციონალური კონგრესი ახალ ლიდერს ირჩევს.
მთავარი კანდიდატი ისევ პრეზიდენტი ზუმაა. მან დღეს ქალაქ ბლომფონტეინში პარტიის 4000 დელეგატს მიმართა. მან იმ სიძნელეებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც ხუთი წლის განმავლობაში მისმა ადმინისტრაციამ შეძლო. ზუმას პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადა სკანდალების სერიით და მისი ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკით აღინიშნა. მილინობით სამხრეთ აფრიკელი ჯერ კიდევ გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც 18 წლის წინ ხელისუფლების სათავეში აფრიკის ნაციონალური კონგრესი მოვიდა.