ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანდელა საავადმყოფოდან გამოწერეს


ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობის კურსს სახლში გააგრძელებს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯაკობ ზომას პრეს-სამსახურის უფროსმა გაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა 18 დღიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. მანდელა თავს უკეთესად გრძნობს.
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში მაკ მაჰარაჯამ აღნიშნა, რომ 94 წლის ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობის კურსს სახლში გააგრძელებს.
მანდელას ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა, ხოლო მანამდე კი ყოფილ პრეზიდენტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს.
XS
SM
MD
LG