ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნელსონ მანდელა საავადმყოფოში მოათავსეს


სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა პრეტორიის ჰოსპიტალში მოათავსეს. მომქმედი პრეზიდენტის ჯაკობ ზუმას მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 94 წლის მანდელა შაბათს საავადმყოფოში, სამედიცინო გამოკვლევებისთვის დააწვინეს და რომ საგანგაშო ამ მხრივ არაფერია.
ნელსონ მანდელა თავს სუსტად გრძნობს და ამიტომაც, უკანასკნელი რამდენიმე წელია ის საჯაროდ აღარ გამოდის. თებერვალში მას კიდევ ერთხელ მოუწია საავადმყოფოში რამდენიმე საათის გატარება, მას შემდეგ რაც მანდელას მუცლის არეში ტკივილი აღენიშნა.


XS
SM
MD
LG