ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ნაბიჯი, მას ხელისუფლებაში მინიმუმ 2030 წლამდე დატოვებს. ახალი ამბების სააგენტო "როიტერსის" წყაროს ინფორმაციით, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყტდნობა, კრემლის მეთაურს სურს, რომ რუსეთისთვის ყველაზე სახიფათო პერიოდში, ქვეყნის სათავეშო იყოს.
"გადაწყვეტილება მიღებულია - ის იყრის კენჭს", - განუცხადა "როიტერსს" ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც აქვს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.
სხვა წყარომ, რომელიც ასევე იცნობს კრემლის შიგნით მიმდინარე პროცესებს, დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და პუტინის მრჩევლები ემზადებიან მისი არჩევნებში მონაწილეობისთვის.
წყაროებმა ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ელოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს, ეს კრემლის მხრიდან აღნიშნულის პირველი დადასტურებაა.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ საკითხზე და დასძინა: „კამპანია ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა“.
71 წლის პუტინი, რომელსაც ბორის ელცინმა გადასცა საპრეზიდენტო პოსტი 1999 წლის ბოლო დღეს, იოსებ სტალინის შემდეგ რუსეთის ნებისმიერ სხვა მმართველზე მეტხანს იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.
Facebook Forum