ახალი ამბების ვებგვერდი www.tvnoviny.sk იუწყება, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ, გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული შვიდივე იტალიელი 3 მარტს გაათავისუფლა.
მათი გათავისუფლება ადგილობრივი დროით გათენებამდე მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციის განყოფილებაში ერთმა დაკავებულმა, სებასტიან ვადალმა, მკერდის მიდამოში ტკივილზე დაიჩივლა.
ეჭვმიტანილები ხუთშაბათს დააკავეს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც 27 წლის იან კუსიაკის და მისი მეგობარი ქალის მკვლელობას შეეხება. ისინი გასულ კვირა დღეს, დედაქალაქ ბრატისლავასთან ახლოს, საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს.
კუსიაკს უნდა გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც იტალიის ქალაქ კალაბრიის, ცნობილ „ნდრანგნეტა მაფიასთან“ დაკავშირებულ მაღალი დონის პოლიტიკურ კორუფციას ეხებოდა.
გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კუსიაკის სიკვდილი „უპირატესად სავარაუდოა“ მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.
Facebook Forum