ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადამზიდი კომპანია Maersk-ი წითელ ზღვაში ტრანზიტს აახლებს


დანიური კომპანია Maersk-ი წითელ ზღვასა და ადენის ყურეში გადაზიდვების გასაახლებლად ემზადება. ამის შესახებ კომპანიამ კვირას განაცხადა და ამერიკის ხელმძღვანელობით, წითელ ზღვაში დაწყებულ იმ ოპერაციაზე ისაუბრა, რომლის მიზანიც ამ ზონაში სავაჭრო, კომერციული გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

საერთაშორისო გადაზიდვების გიგანტმა საზღვაო ხომალდების ბაბ ელ-მანდების არხში გაგზავნა დეკემბრის დასაწყისში შეაჩერა მას შემდეგ, რაც მის გემებზე თავს დაესხნენ. ამან კი სუეცის არხის გამოყენება შეზღუდა- მარშრუტის, რომელიც უამრავი გადაზიდვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

შეერთებულმა შტატებმა გასული კვირას განაცხადა, რომ მრავალეროვნული ოპერაცია დაიწყო წითელ ზღვაში ვაჭრობის დასაცავად. გადაზიდვებს კი ვაშინგტონის განმარტებით საფრთხეს ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუტის მებრძოლები უქმნიან, რომლებიც საერთაშორისო გემებს დრონებითა და რაკეტებით უტევენ. წითელ ზღვაში დაძაბულობა ისრაელ-"ჰამასის" ომის დაწყების შემდეგ გამწვავდა.

"24 დეკემბრის მონაცემებით, ჩვენ მივიღეთ დასტური, რომ მრავალეროვნული უსაფრთხოების ინიციატივა მუშაობს და ის საზღვაო ვაჭრობა წითელ ზღვაში/ადენის ყურეში შესაძლებელია, შეგვიძლია დავუბრუნდეთ სუეცის არხის გამოყენებასაც აზია-ევროპას შორის დამაკავშირებელ გზად", - განაცხადეს კვირას კომპანია Maersk-ის წარმომადგენლებმა.

XS
SM
MD
LG