ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საჰაერო იერიშს უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა


რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილ საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში, დრონებით მიტანილ საჰაერო შეტევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ორშაბათს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი შეტევების საპასუხოდ, რუსეთი დიდი ოცეულიდან უნდა გარიცხონ, რომელიც მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს აერთიანებს.

„ისინი ვინც იძლევიან ბრძანებას მიიტანო თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა მოქალაქეები გაყინონ და ორგანიზებას უწევენ ტოტალურ მობილიზაციას, რათა ფრონტი ცხედრებით დაფარონ, დიდი ოცეულის ლიდერებთან ერთად, ერთ მაგიდაზე ნამდვილად არ უნდა ისხდნენ. დროა რუსულ ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია უნდა იყოს ყველა პლატფორმიდან გარიცხული.

რუსეთის ამ იერიშს უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ, წინ უძღვოდა მასობრივი სარაკეტო თავდასხმების, გასულ კვირას ათობით უკრაინულ ქალაქში. მათ შორის დედაქალაქ კიევში, რომელსაც სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG