ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის თქმით, მობილიზაცია რამდენიმე კვირაში დასრულდება


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ რეზერვისტთა ძალების მობილიზაცია, უკრაინაში საომრად კრიტიკული მნიშვნელობის იყო, წინა ხაზებზე პოზიციების შესანარჩუნებლად და ეს პროცესი მომავალ რამდენიმე კვირაში დასრულდება.

რუსეთი ცდილობს ფრონტის გრძელ ხაზზე თავდაცვა გააძლიეროს, მას შემდეგ რაც უკრაინამ ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. ამ პერიოდში რუსეთი კვლავ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით, რათა "დაეცვა" ტერიტორია ოთხი უკრაინული რეგიონის ჩათვლით, სადაც კრემლმა უკანონო რეფერენდუმები ჩაატარა, თუმცა ამ ტერიტორიას მოსკოვი სრულად ვერ აკონტროლებდა.

ვლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ რუსეთს ახლა გეგმაში არ აქვს მასიური სარაკეტო იერიშები აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ. ეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ, ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ასამდე ფრთოსანი სარაკეტო დარტყმების შესახებ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG