ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკაში


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის მიწვევით ამერიკაში სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი იმყოფება.

ამ ვიზიტის ფარგლებში ანატოლი სერდიუკოვი ანაპოლისში შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო აკადემიას მოინახულებს და სახმელეთო ჯარების ერთ-ერთ ბაზასაც ეწვევა. დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება, რომელიც გლობალური და რეგიონალური სტაბილობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

როგორც მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ შარავინი აცხადებს აღნიშნული ვიზიტი ობამა მედვედევის გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში უნდა განვიხილოთ.

რუსეთის გენერალური შტაბის კურსდამთავრებული ალეკსანდრ შარავინი ადრე მკაცრად აკრიტიკებდა ანატოლი სერდიუკოვის რეფორმებს. განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადების სისტემაზე გადაყვანის გეგმასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა ის აღიარებს რომ ბატონ სერდიუკოვს საკმარისი პოლიტიკური ნება გააჩნია რათა ბოლომდე მიიყვანოს სამხედრო რეფორმა.

პოლკოვნიკი შარავინის აზრით რუსეთის თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ამერიკის მაგალითზე აპირებს, რომელსაც თანამედროვე ომებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. რუსი ანალიტიკოსი მიიჩნევს რომ მოსკოვი დაინტერესებულია ამერიკის ჯარში უმცროსი ოფიცრების და სერჟანტების მომზადების პროცესით, რასაც რუსეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ამ ვიზიტის შემდეგ მოსალოდნელია ოფიცერთა სასწავლო გაცვილითი პროგრამების ამოქმედება, რაც აქტიურად მიმდინარეობდა ორ ქვეყანას შორის დაახლოებით 10-15 წლის წინათ.

ამ თვალსაზრიისს იზიარებს დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, რომელიც ამერიკელთა მიერ პროფესიონალი სერჟანტების მომზადების მდიდარ გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც რუსეთის თავდაცვის უწყებისთვის პრიორიტეტული საკითხი იქნება.

თავის მხრივ სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ანატოლი ციგანიუკი აცხადებს, რომ რუსეთ-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა შემდეგ საკითხებს მოიცავს. პირველ რიგში აუცილებელია ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაგეგმვა და ჩატარება. მეკობრეობასთან ბრძოლის ფარგლებში სამაშველო-საზღვაო ოპერაციების განხორციელება და ტერორიზმთან ბრძოლა. ორი სახელმწიფოს ხემძღვანელთა მხრიდან კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში ამ პრობლემეზე მუშაობა სავსებით რეალურია. ყოველ შემთხვევაში გამორიცხულია 2008 წლის დროინდელი სიტუაციის დაბრუნება, როდესაც რუსეთი და ამერიკა ახალი ცივი ომის დაწყების საშიშროების წინაშე იდგნენ.

როგორც პოლკოვნიკი ანატოლი ციგანიუკი აცხადებს თუ ტერორიზმის საფრთხე ნომერ პირველი პრობლემაა ორივე ქვეყნისთვის, მაშინ ისინი უნდა შეთანხმდნენ ამ საფრთხესთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ.

საგარეო ურთიერთობათა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ დვორკინი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სულ მალე დღის წესრიგში დადგება ახალი რაკეტსაწინაღო თავდაცვის სიტემების საკითხი. გენერალ-მაიორ დვორკინის აზრით ამ სფეროში იმდენი გაუგებრობა დაგროვდა, რომ ორივე ქვეყანა გაურბის ამ თემაზე საჯარო საუბარს. არადა ამ პრობლემის მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია ბირთვული იარაღის შემცირების პროცესის გაგრძელება, რაშიც შეერთებული შტატები რუსეთზე მეტად არის დაინტერესებული.

ანტისარაკეტო სფეროში თანამშრომლობა აუცილებელია რუსეთ-ამერიკის მომავალი სამხედრო ალიანსის შექმნის შემთხვევაში. დარწმუნებულია პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ შარავინი. ორი ქვეყნის სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელთა შეხვედრა პრეზიდენტ ობამას და დიმიტრი მედვედევს საშუალებას მისცემს უფრო ზუსტად განსაზღვრონ გადატვირთვის პოლიტიკა ორ სახელმწიფოს შორის.

XS
SM
MD
LG