ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მლადიჩს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს


მლადიჩს 11 სამხედრო დანაშაულში მიუძღვის ბრალი

საერთაშორისო კრიმინალური ტრიბუნალის განცხადებით, ხუთშაბათს ადკო მლადიჩი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იგი სამედიცინო დაწესებულებაში პარასკევამდე დარჩება.

16 წლიანი ძებნის შემდეგ მლადიჩი გასულ წელს დააკავეს. მას შემდეგ იგი ჯანმრთელობას უჩივის. თუმცა თვითმხილველთა განცხადებით, კვირის დასაწყისში მლადიჩი ჯანმრთელად გამოიყურებოდა და ავადმყოფობის ნიშნები არ ქონდა.

70 წლის მლადიჩს ჯანმრთელობის ისტორიაში სერიოზული პრობლემები აღენიშნება. მას გადატანილი აქვს რამდენიმე ინსულტი, ფილტვების ანთება და თირკმელში ქვები აქვს.

მლადიჩს 11 სამხედრო და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში მიუძღვის ბრალი და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.


XS
SM
MD
LG