ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთში არჩევნები ტარდება


ამჟამინდელი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი პრო-ევროპული პოლიტიკით გამოირჩევა

სერბეთში საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს.

პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ დღევანდელ არჩევნებს დიდი გავლენა ექნება სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და მეზობელ კოსოვოსთან ურთიერთობაზე. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში ორი კანდიდატი ლიდერობს - ამჟამინდელი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი, რომელიც პრო-ევროპული პოლიტიკით გამოირჩევა და ტომისლავ ნიკოლიჩი სერბეთის პროგრესული პარტიიდან, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნაციონალიტური პრინციპებით ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG