ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი ტრამპის ნომინანტების განხილვას იწყებს


შეერთებული შტატების სენატი დღეს დონალდ ტრამპის მიერ კაბინეტის წევრებად დასახელებული კანდიდატების განხილვას იწყებს. სენატის მოსმენები გენერალური პროკურორის პოსტზე ნომინირებული რესპუბლიკელი სენატორით, ჯეფ სეშენსით დაიწყება. ის პირველი სენატორი იყო, რომელმაც ტრამპის მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნების ადრეულ ეტაპზევე ღიად გამოხატა. მიმდინარე კვირაში ამერიკის მიერ არჩეული პრეზიდენტის სულ 8 ნომინაციის განხილვა იგეგმება.

რასისტული გამონათქვამების გამო, სენატმა 30 წლის წინ ჯეფ სეშენსი არ დაამტკიცა ფედერალური მოსამართლის პოსტზე. სენატორი ბრალდებებს დაბეჯითებით უარყოფდა. მოსალოდნელია, რომ მას დემოკრატი სენატორები წარსულს გაუხსენებენ. სეშენსს სავარაუდოდ, ელის კითხვები არამარტო შავკანიან ამერიკელებთან დამოკიდებულებაზე, არამედ საიმიგრაციო რეფორმის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაზეც.

XS
SM
MD
LG