ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დამტკიცების საკითხს განიხილავენ


ნილ გორსაჩი
ნილ გორსაჩი

სენატში, ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნილ გორსაჩის მოსმენები გრძელდება. გორსაჩის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის არცერთ წევრს მისგან იმის ნუსხა არ მოუთხოვია თუ როგორ მისცემდა ის ხმას უზენაესი სასამართლოს მიერ სავარაუდოდ განსახილველ საკითხებს. დამტკიცების შემთხვევაში ნილ გორსაჩი კონსერვატორ მოსამართლეს, ანტონინ სკალიას ჩაანაცვლებს, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.

კანონმდებლების კითხვებს, გორსაჩი ორშაბათს და სამშაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. მას მოუწია შეეფასებინა, თუ რამდენად სწორია ფედერალური მოსამართლის კვალიფიკაციის ეჭვქვეშ დაყენება, რაზეც გორსაჩმა განაცხადა, რომ „ეს დემორილაზებას იწვევს“ და „დასანანია“. გორსაჩის კომენტარი, დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდებოდა. ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ფედერალურ მოსამართლეს ვაშინგტონისს შტატიდან „ე.წ. მოსამართლე“ უწოდა.

გორსაჩმა ასევე უპასუხა კითხვებს მისი იდეოლოგიური და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ.

XS
SM
MD
LG