ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ათეულობით ანტიპუტინისტი დააკავეს


15 ივლისის ანტისამთავრობო მიტინგი მოსკოვში
15 ივლისის ანტისამთავრობო მიტინგი მოსკოვში

რუსეთის პოლიციამ 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაში გატარებული საკონსტიტუციო რეფორმები გააპროტესტეს. ახალი ცვლილებები საშუალებას აძლევს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყნის მართვის სათავეში კიდევ 16 წელი დარჩეს.

ოთხშაბათს საღამოს რუსეთის დედაქალაქში მოწყობილ მიტინგზე დაახლოებით 500 ადამიანი გამოვიდა. ბევრს ნიღბები ეკეთა, რომელზეც ეწერა სიტყვა "არა". ბანერებზე მომიტინგეები პუტინის გადადგომას ითხოვდნენ, ხმამაღლა კი მას "ქურდს" ეძახდნენ. პოლიციამ დემონსტრანტთა ნაწილი დააკავა.

მიტინგის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების მომენტი
მიტინგის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების მომენტი

დამოუკიდებელი პოლიტიკური სადამკვირვებო ჯგუფი OVD-Info, თავის გვერდზე დაკავებულთა სიას აქვეყნებს. მათი ანგარიშით, პოლიციამ ანტისამთავრობო მიტინგის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავა. აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არც მოსკოვის პოლიციას და არც რუსეთის მთავრობას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG