პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ირანის უმაღლესი ლიდერი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და თქვა, რომ საუდის არაბეთი ატომურ ბომბს სწრაფად შექმნის, თუ ირანიც იგივეს გააკეთებს.
საუდის არაბეთის სამეფო ტახტის 32 წლის მემკვიდრემ ასევე თქვა, რომ ირანის უმაღლეს ლიდერ ალი ჰამენეის იმის მსგავსი მანერები აქვს, როგორიც ჰიტლერს ნაცისტური გერმანიის აღზევების დროს ჰქონდა.
მან თქვა, რომ ჰამენეის ახლო აღმოსავლეთისთვის საკუთარი პროექტი აქვს, რომელიც ძალიან წააგავს, თავის დროს, ჰიტლერის გეგმას. ნაცისტური გერმანიის ლიდერსაც მაშინ საზღვრების გაფართოება სურდა და ევროპის ბევრმა ქვეყანამ საფრთხე დროულად ვერ აღიქვა.
Facebook Forum