საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი და იემენი ყატართან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტენ.
ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ყატარის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების - ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და ალ-ქაიდას მხარდაჭერის გამო მიიღეს. მათივე თქმით, დიპლომატიური მისიების გამოხმობასთან ერთად ისინი ყატართან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლასაც შეწყვეტენ.
ყატარის ავიახაზებმა კი თავის მხრივ საუდის არაბეთთან ფრენები შეწყვიტა. საუდის არაბეთმა კი, იემენის მთავრობის დასახმარებლად მებრძოლი კოალიციის ლიდერმა, განაცხადა, რომ ყატარის შეიარაღებული ძალები ამ ბრძოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
Facebook Forum