ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი: ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ... ჩემი იმედი გქონდეთ


სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის იმ ფიცის ერთგული, რომელიც მან პრეზიდენტად ინაუგურაციის დროს დადო და ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს. საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის გამოყენებით მიმართა.

"მე არსად არ მივდივარ. ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ კონსტიტუციას, რამეთუ ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული...

საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია, როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება. ამიტომ დავდივარ. ახლა ვიყავი ბერლინში ბრიუსელში, პარიზში.

ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ნდობა, რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერსპექტივა, მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა, როცა სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები.

იმათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს მომავალი თქვენი არჩეულია. ამიტომ არის, რომ ამ პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ სხვადასხვა ევროპის დედაქალაქებში. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ამას ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი. ქვეყნის პრეზიდენტი თავისი სახსრებით არ უნდა დადიოდეს ასეთ შეხვედრებზე... გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების...

მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG