ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი: "უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო"


"ვარდების რევოლუციის"" მე18 წლისთავთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ღია წერილს ავრცელებს.

"საქართველო გახდა ერი, სხვა ერთა შორის, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება"- წერს ყოფილი პრეზიდენტი. ის წერილში ერთიანობისკენ მოუწოდებს.

"ვარდების რევოლუციამ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა", - ნათქვამია წერილში.

პარალელურად, პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა "ვარდების რევოლუციის" წლისთავის აღსანიშნავად, აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციაზე ისმოდა შეძახილები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. რის შემდეგაც ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

გასულ კვირას, მას შემდეგ რაც ის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG