ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში, ოფისის გადაწვის ბრალდებით, მამაკაცს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ორშაბათს, ციმბირის სასამართლომ, ადგილობრივ მცხოვრებ მამაკაცს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელი რამდენიმე ბრალდებითაა განსაზღვრული, მათ შორის, სახელმწიფოს ღალატისა და სამხედრო კომისარიატის ოფისის დაწვის მცდელობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

ნოვოსიბირსკის სამხედრო სასამართლოს პროკურორებმა ილია ბაბურინი დაადანაშაულეს იმაში, რომ მოლოტოვის კოქტეილით ცდილობდა სამხედრო ოფისის გადაწვას, "უკრაინიდან უცნობი პირის ბრძანებით".

სასამართლომ ის ასევე დამნაშავედ ცნო ადგილობრივი მუსიკალური სკოლისთვის ცეცხლის წაკიდებაში. სასამართლომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

რუსული დამოუკიდებელ მედიის ცნობით, 24 წლის ბაბურინი IT სპეციალისტია და ის ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთის იურიდიული ასოციაცია ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბაბურინი მონაწილეობდა იმ ინციდენტებში, რომლებსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"არა, მას არავინ მოუკლავს, არ გაუპატიურებია და არც გაუძარცვავს. საბრალდებო დასკვნის მიხედვითაც კი, მისი ქმედებებით არავინ დაშავებულა",- ამბობენ ასოციაციაში.

რუსული უფლებადამცველი ჯგუფის OVD-Info-ს ცნობით, რუსეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, 20 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

XS
SM
MD
LG