ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოდიკმა პუტინი დაუსწრებლად დააჯილდოვა


კვირას ბოსნიის სერბული ნაწილის ლიდერმა მილორად დოდიკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაუსწრებლად დააჯილდოვა, ბოსნიის ავტონომიური სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავ ცერემონიაზე. პუტინს მედალი „სერბთა რესპუბლიკისადმი სიყვარულისა და განსაკუთრებული პატრიოტული ზრუნვისთვის" გადაეცემა.

სერბთა რესპუბლიკა ბოსნიის პოლიტიკურ-ეთნიკური ერთეულია, რომელიც ბოსნიურ-ხორვატულ ფედერაციასთან ერთან, ბოსნია-ჰერცოგოვინას შეადგენს.

დოდიკმა, რეგიონის სეპარატისტმა პრეზიდენტმა, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, მადლობა გადაუხადა მოსკოვს, ბოსნიის სერბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ პუტინს მედალს მომავალ შეხვედრაზე გადასცემს. „ვლადიმირ პუტინის პოზიციისა და რუსეთის ფედერაციის სიძლიერის წყალობით, სერბთა რესპუბლიკის ხმა და პოზიცია ხმამაღლა ისმის და მას პატივს სცემენ,“ - განაცხადა მან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დოდიკი ბლოკავს ქვეყნის სამმხრივი პრეზიდიუმის ძალისხმევას, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან მიერთების თაობაზე. ბოსნიაში, რუსეთის წარმომადგენელები მხარს უჭერდნენ დოდიკს სეპარატისტულ ნაბიჯებში, რომლებიც მიზნად ისახავს ბოსნიის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებას.

გასულ თვეში რუსეთმა დაგმო ევროკავშირის ნაბიჯი, მიენიჭებინა ბოსნიისთვის ბლოკში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.

XS
SM
MD
LG