ორშაბათს, სამხრეთ უკრაინის ქალაქ კრივი რიჰზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10 წლის გოგონა და მისი დედა. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე მოქალაქე, ნაგრევების ქვეშაა მოყოლილი.
"ტრაგიკული ამბავი. კრივი რიჰში უკვე ოთხი ადამიანი დაიღუპა“, - დაწერა რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“. ქალაქის მერმა ალექსანდრე ვილკულმა თქვა, რომ დაღუპულთა შორისაა 10 წლის გოგონა და მისი 45 წლის დედა.
ლისაკმა თქვა, რომ 53 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. მან დასძინა, რომ ჩამონგრეული შენობის დამოუკიდებლად დატოვება, თითქმის 150-მა მოსახლემ, 30-ს კი სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა.
ზელენსკიმ, რომელიც ფოლადის მწარმოებელ ამ ქალაქში დაიბადა, სადაც ომამდე მოსახლეობა 600 000-ზე მეტს შეადგენდა თქვა, რომ დაბომბილია საცხოვრებელი სახლი და უნივერსიტეტის შენობა.
"ეს ტერორი არ შეგვაშინებს და ვერ გაგვტეხთ. ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი ხალხის გადარჩენას ვცდილობთ", - თქვა მან „ტელეგრამზე".
ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას 200-ზე მეტი მაშველი ცდილობდა. მერის თქმით, ნანგრევებში შესაძლოა რვა ადამიანი იყოს ჩარჩენილი. საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იჰნატმა განაცხადა, რომ თავდასხმა, როგორც ჩანს, ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
დასავლეთმა უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა, რომლებიც დიდწილად ისეთ ადგილებს იცავს, როგორიცაა კიევი. კიევი დამატებით საჰაერო სისტემებს ითხოვს.
უკრაინის ტერიტორიის სიდიდე, ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ერთნაირი დონის უზრუნველყოფას ართულებს, ასევე განსაკუთრებით რთულია ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება.
რუსეთმა ორი სარაკეტო შეტევა მიიტანა ხერსონზე, სამხრეთ უკრაინის ფრონტისწინა ქალაქზე.
გამთენიისას სარაკეტო თავდასხმას, კომუნალური მომსახურების 60 წლის თანამშრომელი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი დაიჭრა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმისას, ისინი ქუჩაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.