ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

41 დაღუპული და 180-ზე მეტი დაშავებული - რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშაბათს, ქალაქ პოლტავაში მდებარე სამხედრო ინსტიტუტზე განხორციელებულ რუსეთის ორ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა, 180-ზე მეტი კი დაშავდა. ზელენსკის თქმით, მიმდინარე წელს ეს რუსეთის ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმაა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კომუნიკაციების სამხედრო ინსტიტუტზე დარტყმა რუსულმა ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს.

„რუსი ნაძირლები აუცილებლად აგებენ პასუხს ამ დარტყმაზე“, - თქვა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული ძალების მიერ გამოყენებულმა იარაღმა განგაში ხმის შემდეგ, ინსტიტუტში მყოფ ადამიანებს თავშესაფრის პოვნისთვის ცოტა დრო დაუტოვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ინსტიტუტში მყოფთა ნაწილი ნანგრევების ქვეშ მოექცა.

„მაშველებისა და მედიკების კოორდინირებული მუშაობის წყალობით, 25 ადამიანი გადარჩენილია, 11 მათგანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. მაშველები მუშაობას აგრძელებენ“, - განაცხადა „ტელეგრამზე“ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.

რუსეთს, განხორციელებულ თავდასხმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG