ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ორი სოფელი აიღო


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს, 1 ივლისს, განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სოფელი აიღო.

მოსკოვი ზედიზედ მეორე დღეა ახალი უბნების აღების შესახებ აკეთებს განცხადებას. უკრაინის სამხედრო განცხადებები კი ნაწილობრივ უარყოფს რუსეთის მტკიცებას.

რუსეთის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ძალები აკონტროლებენ ხარკივის ოლქის სტეპოვა ნოვოსელივკას დასახლებას და დონეცკის ოლქის ნოვოპოკროვსკეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, საღამოს მოხსენებაში განაცხადა, რომ მისმა ჯარმა მოიგერია 17 თავდასხმა ხარკივის მახლობლად კუპიანსკის სექტორში, მათ შორის სტეპოვა ნოვოსელივკას მიმართულებით.

დონეცკისა და ხარკივის რეგიონები ფრონტის ხაზად და ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანეს წერტილად რჩება.

უკრაინელმა სამხედროებმა აქამდე თქვეს, რომ რუსული თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ორ ქალაქთან - ნოვოლეკსანდრივკასთან და სპირნესთან. თუმცა, ერთი დღის შემდეგ, რუსულმა ძალებმა მათზე კონტროლი გამოაცხადეს. უკრაინელი სამხედროების მიერ გავრცელებულ საღამოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბრძოლები გაგრძელდა ორივე უბნის სიახლოვეს.

საღამოს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ პოკროვსკის ფრონტი ყველაზე მძიმე და სისხლიანია, სადაც, უკრაინული მხარის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 44 რუსული თავდასხმა მოიგერიეს.

XS
SM
MD
LG